ს∴დ∴ხ∴ს∴

T∴T∴G∴O∴ G∴A∴O∴T∴U∴

საქართველოს დიადი ლოჟა

უძველესი თავისუფალი და მიღებული ქვისმთლელთა ორდენი

GRAND LODGE OF GEORGIA

ANCIENT FREE AND ACCEPTED MASONS

Ვინ ვართ ჩვენ?

საქართველოს დიადი ლოჟა, რეგულარული მასონური მორჩილების პრინციპებიდან გამომდინარე, არ ერევა არც პოლიტიკაში და არც რელიგიურ საკითხებში, ამასთან, გმობს ყველანაირ დესპოტიზმს, ავტოკრატიას, დიქტატურას, ადამიანის ღირსების ხელყოფას, დისკრიმინაციას სქესის, რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, ეროვნების, სოციალური წარმოშობის თუ სხვა კრიტერიუმებით.

  • მისია

    თავისუფალი ქვისმთლელობა (Freemasonry) არის ნებაყოფლობითი საძმო, რომელიც ხელს უწყობს პროგრესულ ცხოვრების წესს და აკავშირებს მამაკაცებს (რეგულარულ მასონობაში) მსოფლიო ერთობის ჯაჭვში. ის სცილდება ყველა რელიგიურ, ეთნიკურ, კულტურულ, სოციალურ და საგანმანათლებლო განსხვავებას, რათა ხელი შეუწყოს პოზიტიურ პროგრესულ ცვლილებებს საქართველოში და მსოფლიოში. მასონობის მიზანია კარგი ადამიანისგან გარდაქმნას (შექმნას) უკეთესი.

  • ხედვა

    ვიყოთ ღირსეული, პროგრესზე ორიენტირებული და განათლებული ადამიანების ერთობა, საძმო, რომელიც ქმნის განსხვავებას და ამით აუმჯობესებს სამყაროს მომავალი თაობებისთვის.

  • ღირებულებები

    ჩვენი ღირებულებები დაფუძნებულია ჩვენი ძმობის და ორდენის მუდმივ და შესაბამის პრინციპებზე:

    • თავისუფლება და თავისუფალი აზრის პატივისცემა.
    • სამართლიანობა, მართლმსაჯულება, თანასწორობა კანონის წინაშე და სოლიდარობა.
    • ძმური სიყვარული.