ს∴დ∴ხ∴ს∴

T∴T∴G∴O∴ G∴A∴O∴T∴U∴

დიადი ოსტატის მიმართვა

მოგესალმებით!

საქართველოს დიადი ლოჟა მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდა – 2020 წელს, ჩვენ აღვნიშნეთ საქართველოს ისტორიაში პირველი დამოუკიდებელი და სუვერენული მასონთა დიადი ლოჟის დაფუძნების 5 წლის იუბილე. ჩემი, როგორც საქართველოს დიადი ლოჟის (სდლ) დიადი ოსტატის (დო) კადენცია  2019 წლის მარტიდან დაიწყო და მეამაყება, რომ გადავიბარე საქმე, რომელიც ჩემამდე ღირსეულად იქნა წარმართული და ვაპირებ, ასევე ღირსეულად და პროგრესულად განვაგრძო ძმების მიერ მონდობილი საქმის კეთება.

ქართული მასონობა, სტრუქტურულად აქტიურად ვითარდებოდა წინა საუკუნის დასაწყისში, სამწუხაროდ, ჩვენი სამშობლოს გასაბჭოების გამო (1921-1991წწ) მასონური ტრადიცია და ხელდასმა საქართველოს ტერიტორიაზე დაიკარგა, რადგან საბჭოთა რეჟიმი აშკარად და აგრესიულად ებრძოდა მასონებს და ყველას, ვისაც თავისუფალი და განსხვავებული აზრი მოჰქონდა საზოგადოებისთვის. პირველი ქართველი მასონების ინიცირების შესახებ წყაროები ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის დასაწყისში (20-30-იანი წწ) გვხდება, თუმცა საქართველოს ტერიტორიაზე 2015 წლამდე დამოუკიდებელი მასონური წესდება თუ იურისდიქცია (დიადი ლოჟა) არ ყოფილა. პირველი ქართული ლოჟები საქართველოს მიწა-წყალზე მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში ფუძნდება. ისინი არ იყვნენ სუვერენული ქართული დიადი ლოჟის ნაწილი, ვინაიდან ასეთი დამოუკიდებელი სტრუქტურა არ არსებობდა. 1918-1921 წწ საქართველოს დემოკრატიული პირველი რესპუბლიკის მრავალი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, მთავრობის, პარლამენტის, ოპოზიციის თუ სამღვდელოების წარმომადგენელი მიეკუთვნებოდა მასონურ ლოჟებს, რომლებიც თავის მხრივ მსოფლიო რამდენიმე მასონური ხაზის ნაწილი გახლდათ. მათ შორის იყო საფრანგეთის დიადი ლოჟის იურისდიქციის და საფრანგეთის დიადი აღმოსავლეთის  იურისდიქციის ლოჟები. სწორედ ამ წლებში მასონი ძმების საზოგადოებრივი აქტიურობის დამსახურებით შეიქმნა ქართული ეროვნული საჯარისო ნაწილები, დაიწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნი და სახელმწიფოს კონსტიტუცია, გატარდა განათლების რეფორმა, აღდგა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია, და მრავალი სხვა…

1921-1924 წლებში ბევრი ქართველი მასონი იბრძოდა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, მათი ნაწილი დაიღუპა კიდეც ბოლშევიზმთან უთანასწორო ბრძოლაში. 1924 წელს, უკვე ემიგრაციაში ფუძნდება ლოჟა „ოქროს საწმისი“, რომელიც მოგვიანებით გაიყო ორ ახალ ლოჟად – „იუპიტერი“, რომელშიც ძირითადად სლავები და სომხები გაწევრიანდნენ და „პრომეთე“ #558 (საფრანგეთის დიადი ლოჟა) – რომელშიც ქართველები, მუსლიმები (დღევანდელი აზერბაიჯანის რესპუბლიკა) და ჩრდილო კავკასიელები შევიდნენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, სახელმწიფო გადიოდა ურთულეს სოციალურ – ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებს, მასონური ლოჟების განვითარება ამ პერიოდში შეუძლებელი იყო. მხოლოდ 21 საუკუნის დასაწყისში აქტიურად განახლდა საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ სხვადასხვა ქვეყანაში მასონურ ლოჟებში გაწევრიანება. საქართველოს დიადი ლოჟის ფორმირება დაიწყო 2009 წლიდან, საკმაოდ რთული ისტორიული პროცესი გავიარეთ მაშინ… 2014 წელს კი დავდექით რთული გადაწყვეტილების წინაშე – ან 2015 წელს რუსეთის დიადი ლოჟის და სხვა ევროპული თუ ამერიკული მასონური იურისდიქციების დახმარებით დაგვეარსებინა პირველი და რაც მთავარია დამოუკიდებელი დიადი ლოჟა ან კვლავ ათწლეულები ვყოფილიყავით ქაოსში, რაც საქართველოს დააკარგვინებდა უნიკალურ შესაძლებლობას – ქართული მასონური ორდენი ხომ კიდევ ერთი თავისუფალი ხიდია საქართველოსა და პროგრესულ სამყაროს შორის…

მიღწეული იყო შეთანხმება, ქართველ ძმებსა და რუსეთის დიად ლოჟას შორის. შემიძლია გამოვყო მთავარი ჩვენი მოთხოვნები – ოკუპირებული ტერიტორიის ცნობა საქართველოს იურისდიქციაში და შესაბამისად ნებისმიერი მასონური აქტივობის შეჩერება ქ. სოხუმში, ჩაურევლობა შიდა სუვერენულ საკითხებში, საერთაშორისო ასპარეზზე დაბრკოლებების მოხსნა და სხვა. ჩვენი მხრიდან იყო დიდი დათმობა – პირველი დიადი ოსტატი, დიადი მდივანი და კიდევ ორი დიადი ოფიცერი, იქნებოდა შემოთავაზებული რუსეთის დიადი ლოჟის მიერ, 3 წლის ვადით, შემდეგ არჩევნებამდე.

2015 წლის 14 მარტს, სიმბოლურმა ღირსეულმა ლოჟებმა „მეფე დავით აღმაშენებელი“, „გიორგი V ბრწყინვალე“ და „წმინდა თამარ მეფე“, საქართველოს ისტორიაში პირველი სუვერენული, დამოუკიდებელი და კანონიერი საქართველოს დიადი ლოჟა დააფუძნეს. „უძველესი თავისუფალი და მიღებული ქვისმთლელთა (მასონთა) ორდენი – საქართველოს დიადი ლოჟა“ შექმნილია მასონური ტრადიციებისა და წესების სრული დაცვით და რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ეს ნამდვილად, ისტორიული მოვლენა იყო საქართველოს ისტორიაში, რაც მთავარია, შეიქმნა ინსტიტუცია, რომელიც დამოუკიდებელი იყო მის ყველა გადაწყვეტილებაში და იწყებდა ორმხრივ და ყოვლისმომცველ ურთიერთობათა აწყობას მსოფლიოს სხვადასხვა მასონურ სტრუქტურასთან, რაც, ხელს შეუწყობდა (და შეუწყობს კიდეც მომავალში) არა მხოლოდ საქართველოს მასონურ იურისდიქციას, არამედ ჩვენს სამშობლოს – საქართველოს და მის სწრაფვას პროგრესულ და განვითარებულ საზოგადოებათა შორის დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი. 2016 წლის ოქტომბერს, საქართველოს დიადი ლოჟის რიგგარეშე ასამბლეაზე, დელეგატთა სრულმა უმრავლესობამ საქართველოს დიადი ლოჟის ახალ დიად ოსტატად ყოვლად ღირსეული ძმა ირაკლი მ∴ (2016-2019) აირჩია. 2017 წლის ასამბლეის დელეგატთა გადაწყვეტილებით და თანხმობით, საქართველოს დიადმა ლოჟამ გაიწვია რუსეთის დიადი ლოჟის აღიარება და შეწყვიტა მასთან ნებისმიერი კავშირი.

2017 წლის 12 დეკემბერს, ქ. პარიზში, საქართველოს დიად ლოჟას გადმოეცა უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების პატენტი, რომელმაც აღადგინა ისტორიული კავშირები და სამართლიანობა – საქართველოს დიადი ლოჟა და ქართული მასონობა დაუბრუნდა მის ევროპულ ფესვებს. 2015 – 2020 წწ საქართველოს დაიდი ლოჟა იქნა აღიარებული რამდენიმე ათეული დიადი ლოჟის მიერ, მათ შორის საბერძნეთი, ბულგარეთი, ლატვია, მოლდოვა, საფრანგეთი, კუბა, ეკვადორი, ისრაელი, სამხ. აფრიკა, ინდოეთი და მრავალი სხვა. 2018 წელს საქართველო გახდა ევროპის დიად ლოჟათა კონფედერაციის და ასევე, მსოფლიო დიად ლოჟათა საერთაშორისო კონფედერაციის (CIGLU) დამკვირვებელი წევრი, 2017 წლიდან – კავკასიის მასონთა კონფედერაციის წევრი, 2019 წლის მარტიდან კი დამფუძნებელი და წევრი – შავი ზღვის მასონთა ალიანსისა.

მნიშვნელოვანია, რომ ინგლისის ვარდისა და ჯვრის (როზენკროიცერთა) საზოგადოების უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დიადი ლოჟა ჯერ არ არის აღიარებული ინგლისის გაერთიანებული დიადი ლოჟის მიერ (რასაც გარკვეული ვადა და პროცედურები სჭირდება), სდლ-ის წევრებს, მიეცათ უფლება (რაც იქნა სამართლებრივად აღწერილი და ცვლილებები შეტანილი ზემოთ აღნიშნული საზოგადოების საერთო – გენერალურ წესდებებში) გაწევრიანდნენ როგორც SRIA (ინგლისის როზენკროიცერთა საზოგადოება), ასევე სხვა ეზოთერულ ანგლო – საქსონური მიმართულებებში (მაგ. მარტინისტების ჰერმეტული ორდენი, სხვადასხვა რაინდულ ორდენში, ა.შ.).

საფრანგეთის მხარდაჭერა ყოვლისმომცველია, როგორც დიადი ლოჟის დონეზე, ასევე უმაღლესი ხარისხების მიღების და ოცდა მეცამეტე და ბოლო ხარისხის სუვერენულ ინსპექტორთა საქართველოს უმაღლესი საბჭოს შექმნის კუთხით. საქართველოს ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია მასონი ოსტატების (ვინც მიეკუთვნება საქართველოს დიადი ლოჟის იურისდიქციაში შემავალ სიმბოლურ ლოჟებს) მიღება უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდები (Ancient and Accepted Scottish Rite) უმაღლეს (4 – 33) ხარისხებში, ხოლო 2020 წელს გაიცა ოფიციალური პატენტი (სიმბოლურად დაემთხვა – 16 მარტს) პირველი ქართული სრულყოფილების ლოჟის “პრომეთე P245” მუშაობაზე (4-14 ხარისხები) ქალაქ თბილისში, რომელიც საფრანგეთის უმაღლესი საბჭოს იურისდიქციის ქვეშ მუშაობს, მანამ სანამ საქართველოში დაფუძნდება ეროვნული სუვერენული უმაღლესი საბჭო.

რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არის გამოწვევებიც, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, იმისათვის, რომ საქართველო, როგორც ევროპული და კავკასიური სახელმწიფო გაიცნონ, ისევე როგორც საქართველოს დიადი ლოჟა.

მასონური ორდენი წარმოადგენს ერთ-ერთ ხერხემალს ნებისმიერ განვითარებულ სახელმწიფოში, იგი არის განმანათლებლური, პროგრესული და მომავალზე ორიენტირებული საზოგადოება. მასონურ ორდენში ყოველი ღირსეული კანდიდატი და შემდგომ წევრი პოულობს იმას, რისთვისაც იგი მოდის, თუ მისი სურვილები და მისწრაფებები არის ჭეშმარიტი, ღია და სუფთა.

უახლესი ლოჟა მოვლენები

უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების შესახებ ალბერტ პაიკის „კარიბჭე და შუა პალატა – ლოჟის წიგნის“ საფუძველზე

უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების შესახებ ალბერტ პაიკის „კარიბჭე და შუა პალატა – ლოჟის წიგნის“ საფუძველზე

15 მაისი, 2023

თავისუფალ ქვისმთლელობაში, წესდება (Rite) წარმოადგენს ხარისხების წყობას, ერთობას, რომლებიც მიჰყვება ერთმანეთს გარკვეული...

Წაიკითხე მეტი
ORDO AB CHAO

ORDO AB CHAO

15 მაისი, 2023

ს∴დ∴ხ∴ს∴ს∴ Deus Meumque Jus ძვირფასო მკითხველო, ბევრი გსმენიათ ალბათ მასონურ...

Წაიკითხე მეტი
ფრანგული მასონური ორდენის მოკლე ისტორია

ფრანგული მასონური ორდენის მოკლე ისტორია

15 მაისი, 2023

ძვირფასო მეგობრებო, საფრანგეთი არის სახელმწიფო, რომელშიც თანაზიარად არსებობს მრავალი უძველესი...

Წაიკითხე მეტი
ანგლო-საქსონური მასონური ხაზის წარმოშობის მოკლე ისტორია

ანგლო-საქსონური მასონური ხაზის წარმოშობის მოკლე ისტორია

15 მაისი, 2023

ძვირფასო მკითხველო, გამომდინარე იქიდან, რომ ბრიტანეთი დიდი იმპერია გახლდათ და...

Წაიკითხე მეტი
„საქართველოს დიადი ლოჟის“ 8 წლის იუბილე

„საქართველოს დიადი ლოჟის“ 8 წლის იუბილე

14 მაისი, 2023

საქართველოში ერთადერთი რეგულარული, სუვერენული და კანონიერად დაფუძნებული მასონური გაერთიანება –...

Წაიკითხე მეტი
ტაძრის მშენებლობა

ტაძრის მშენებლობა

14 მაისი, 2023

საქართველოს დიადი ლოჟის საფარველ ქვეშ და წიაღში მომუშავე სიმბოლურ ღირსეულ...

Წაიკითხე მეტი
აღიარება ბრაზილიიდან

აღიარება ბრაზილიიდან

14 მაისი, 2023

კიდევ ერთი კარგი ამბავი და აღიარება საქართველოს დიადი ლოჟის გაცნობებთ,...

Წაიკითხე მეტი
აღიარება ჩრდილოეთ ამერიკიდან

აღიარება ჩრდილოეთ ამერიკიდან

14 მაისი, 2023

დღეს ჩვენი გულები მშვიდობისკენ და უკრაინის გამარჯვებისკენ არის მიმართული!საქართველოში ერთადერთი...

Წაიკითხე მეტი
ინტერვიუ არჩეულ დიადი ოსტატის კანდიდატთან – პერსპექტივები

ინტერვიუ არჩეულ დიადი ოსტატის კანდიდატთან – პერსპექტივები

14 მაისი, 2023

„საქართველოს დიადი ლოჟა – პერსპექტივები“ 2021 წლის მარტში, საქართველოს დიადმა...

Წაიკითხე მეტი
მასონური გამომცემლობა

მასონური გამომცემლობა

14 მაისი, 2023

იყო დრო, როდესაც ქართულენოვანი მკითხველი მოკლებული იყო ხარისხიან, ავთენტურ და...

Წაიკითხე მეტი