აღიარება ჩრდილოეთ ამერიკიდან
დღეს ჩვენი გულები მშვიდობისკენ და უკრაინის გამარჯვებისკენ არის მიმართული!
საქართველოში ერთადერთი რეგულარული და სუვერენული მასონური გაერთიანების – საქართველოს დიადი ლოჟის წევრებისთვის და მხარდამჭერთათვის: ჩრდილოეთ ამერიკის დიადი ლოჟების ინფორმაციის და აღიარების კომისიის დასკვნით და რეკომენდაციით, ჩრდილოეთ ამერიკის (აშშ, კანადა, მექსიკა და კარიბის ზღვის კუნძულების დიადი ლოჟები, სულ 100-დე) დიადი ლოჟების კონგრესმა აღიარა ერთადერთი, სუვერენული და კანონიერად დაფუძნებული რეგულარული მასონური გაერთიანება, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე – უძველესი თავისუფალი და მიღებული ქვისმთლელთა ორდენი – საქართველოს დიადი ლოჟა!!! გილოცავთ, ყველას, განსაკუთრებით საქართველოს დიადი ლოჟის საფარველ ქვეშ და წიაღში მომუშავე სიმბოლური ღირსეული ლოჟების წევრ მასონ ძმებს და ჩვენი დიადი ლოჟის მხარდამჭერებს და პარტნიორებს!
https://masonicrecognition.org/reports-of-the-commission/
ოფიციალური დასკვნა უკვე დაიდო კომისიის გვერდზე – იხ. 2023 report ეს არის ისტორიული გამარჯვება, როგორც საქართველოს დიადი ლოჟის, ასევე, სრულიად საქართველოს!
დიდება, დიდება დიდება!
თავისუფლება – თანასწორობა – ძმობა
24.02.23
ქ. თბილისი, საქართველო