ს∴დ∴ხ∴ს∴

T∴T∴G∴O∴ G∴A∴O∴T∴U∴

ანგლო-საქსონური მასონური ხაზის წარმოშობის მოკლე ისტორია

ძვირფასო მკითხველო,

გამომდინარე იქიდან, რომ ბრიტანეთი დიდი იმპერია გახლდათ და ინგლისური ენა დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საერთაშორისო საკომუნიკაციო საშუალებაა, შესაბამისად საერთაშორისო მკითხველმა ღია წყაროებიდან მეტწილად იცის შემდეგი: 1717 წლის 24 ივნისს, ლონდონის ოთხი სიმბოლური (როგორც დღეს ინგლისში უწოდებენ – „ლურჯი“) ლოჟა შეიკრიბა ლონდონის წმ. პავლეს საკათედრო ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, ტავერნაში და შეიქმნა მსოფლიოში პირველი დიადი ლოჟა (ანუ სიმბოლური ლოჟების პირველი მსხვილი გაერთიანება), რომლის დიდ ოსტატად აირჩიეს ენთონი სოიერი…

არც თუ ისე ხშირად, შეიძლება ითქვას – ძალიან იშვიათად, მკითხველი სვამს ლოგიკურ შეკითხვას – თუ საიდან მოვიდნენ ეს ლოჟები, რატომ ლონდონში, რატომ შეიქმნა აუცილებლობა დიადი ლოჟის დაფუძნების თუ მანამდე საუკუნეების განმავლობაში არსებობდნენ მხოლოდ სიმბოლური ლოჟები, ინგლისი შეიძლება ჩაითვალოს პირველი ფედერაციის – გაერთიანებული სტრუქტურის ანუ დიადი ლოჟის სამშობლოდ, მაგრამ რომელია ჭეშმარიტი სამშობლო მასონური ორდენისა … ?

ჭეშმარიტება კი სადღაც მიღმაა… ყველაფერი იწყება მე-16 საუკუნის ბოლოს და დაკავშირებულია უნიკალურ და ისტორიულ პიროვნებასთან, შოტლანდიის და შემდგომ ინგლისის მეფე ჯეიმსთან…

ჯეიმს ჩარლზ სტიუარტი ცნობილია როგორც შოტლანდიის მეფე ჯეიმს VI (1567-დან) და ასევე, როგორც ინგლისისა და ირლანდიის მეფე ჯეიმს I (1603 – 1625 წწ.).  ჯეიმსი შოტლანდიის დედოფლის მერის და მისი მეორე მეუღლის – ჰენრი სტიუარტის ერთადერთი ვაჟი იყო. მერიც და ლორდ დარლი (ჰენრი) ინგლისის მეფე ჰენრი VII-ს შთამომავლები იყვნენ, ტუდორების ხაზით. ჯეიმსი დაიბადა 1566 წლის 19 ივნისს ედინბურგის სასახლეში და მოინათლა 6 თვეში კათოლიკედ. 1567 წლის თებერვალში ჯეიმსის მამა მოკლეს, ხოლო დედა დაატყვევეს 1567 წლის ივნისში პროტესტანტმა მეამბოხეებმა, მას ჯეიმსი აღარ უნახავს. ტახტი გადავიდა ჯეიმსზე.

ინგლისელი ისტორიკოსები მუდამ ცდილობენ დააკნინონ იგი, გამოჰყავთ იგი როგორც  მხდალი და სულელი პედანტი… სინამდვილეში მან მიაღწია ძირითად მიზნებს – ეროვნული დოვლათი და კეთილდღეობა გაიზარდა მის მეფობის დროს, მშვიდობა კონტინენტურ ევროპასთან, ეკლესიის დამორჩილება, ა.შ. მნიშვნელოვანია მისი მსოფლიო როლი – პირველი ავტორიზებული ინგლისურენოვანი ბიბლიის თარგმანი.

არსებული დოკუმენტური მტკიცებულებებიდან ჩანს, მაგ. 1658 წლის 24 დეკემბერის ლოჟა „თანაზიარი თანხმობა“ (“The Mutual Agreement”) არქივიდან, რომ მეფე ჯეიმსი მიიღეს მასონურ პირველ და გადაიყვანეს მასონურ მეორე ხარისხში 1601 წლის 15 აპრილს, ლოჟა „სკუნ“ ( “Scoon”) – ში. ამავე ლოჟის (დღეს შოტლანდიის დიადი ლოჟაში შემავალი Scoon and Perth No. 3) დარბაზის დასავლეთ კედელზე დღემდე შემორჩენილია იმ პერიოდის ნახატი, რომელზეც მეფე გამოსახულია მასონური ინიცირების დროს, მუხლებზე, საკურთხევლის წინ. ამასთანავე, მეფემ დანიშნა „სამუშაოს ოსტატად და საერთო გუშაგად“ (დღეს შეიძლება დიადი ოსტატის პოზიციას შევადაროთ) უილიამ შოუ, რომელმაც 1598 წელს გამოსცა ლოჟის პირველი წესდება, სადაც აღწერილი იყო მასონების უფლება-მოვალეობანი, მეორე წესდება კი – 1599 წელს გამოდის, სადაც მითითებულია ეზოთერული მუშაობა.

შოტლანდია და ინგლისი ორი დამოუკიდებელი და მუდამ ერთმანეთში მეომარი სამეფო გახლდათ, საკუთარი პარლამენტით, კანონებით, სასამართლოთი. ეს გარემოება შენარჩუნდა მეფე ჯეიმსის მეფობის დროსაც, მეფე აერთიანებდა ორ სამეფოს პირადი ფაქტორით.  1583 წელს იგი საბოლოოდ იღებს ხელში შოტლანდიის ერთპიროვნულ მართველობას 17 წლის ასაკში, ხოლო 1603 წელს, 37 წლის ასაკში იგი ინგლისის მეფეც ხდება. ელისაბედ I გახლდათ მეფე ჰენრი VIII-ს უკანასკნელი შთამომავალი, ხოლო ჯეიმსი მისი პირდაპირი შთამომავალი იყო მარგარეტ ტუდორის ხაზით, ჰენრი VIII-ს უფროსი დის. 1603 წელს დედოფლის გარდაცვალების გარდაუვალი ჟამი დადგა და მისმა უფროსმა მინისტრმა რობერტ სესილმა გაუგზავნა ინგლისის ტახტზე მიწვევის წერილი მეფე ჯეიმსს შოტლანდიაში. 1603 წლის 24 მარტს გარდაიცვალა ელისაბედ I და იმავე დღეს მეფე ჯეიმსი ლონდონის მეფედ გამოცხადდა. 5 აპრილს მეფე ედინბურგიდან ლონდონში დაიძრა, პირობით რომ ყოველ 3 წელიწადში დაბრუნდებოდა, თუმცა პირობა ბოლომდე ვერ დაიცვა. ამავე წლის 25 ივლისს იგი ინგლისის მეფედ აკურთხეს. ამ დღიდან იგი მეფობდა შემდეგი 22 წელი და ამ პერიოდს იაკობინურ ხანას უწოდებენ. მას ეწოდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე. სწორედ მის მმართველობაში დაიწყო ჩრდ. ამერიკის კოლონიზაცია. მიუხედავად შოტლანდიაში პროტესტანტების მიერ მეფის ჩამოგდების რამდენიმე მცდელობისა, იგი შევიდა ისტორიაში, როგორც მონარქი, რომელმაც თითქმის 58 წელი მართა შოტლანდია, რაც ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია ქვეყნის ისტორიაში. მეფე ასევე დიდ ყურადღებას აქცევდა ხელოვნებას და კულტურას ზოგადად, მისი მმართველობის დროს სერ ფრენსის ბეკონი, ჯონ დი, ბენ ჯონსონი და უილიამ შექსპირი განაგრძობდნენ „ელისაბედის ოქროს ხანის“ დამახასიათებელ აყვავებას. მეფე ჯეიმსი ასევე მკვლევარი და რამდენიმე ნაშრომის ავტორია. ნიშანდობლივია, რომ მეფის ქალიშვილი ელისაბედი ბოჰემიის დედოფალი გახდა, თუმცა მხოლოდ ერთი ზამთრით, ამიტომ მას „ზამთრის დედოფალსაც“ უწოდებენ, ხოლო საინტერესო ეს იმით არის, რომ ლონდონიდან მას შოტლანდიელ და ინგლისელ მასონთა დიდი ჯგუფი გაჰყვა, რამაც შემდგომში იმოქმედა პრაღის (დღევანდელი ჩეხეთი) ეზოთერულ ქალაქად ჩამოყალიბებაში.

ამდენი ბრიტანეთის და შოტლანდიის ისტორიიდან იმიტომ მოგიყევით, რომ საბოლოოდ დაგანახოთ იმ პერიოდის პოლიტიკური სურათი, რასაც მოჰყვა ინგლისის (ლონდონის) პირველი დიდი ლოჟის დაფუძნება, შემდგომ კი ცნობილი განხეთქილება „ძველებსა“ და „თანამედროვეებს“ შორის, დაახლოებით 70 წლის მერე – ინგლისის გაერთიანებული დიადი ლოჟის დაფუძნება და შოტლანდიურ წარსულთან ბრძოლა…

დავუბრუნდეთ ისტორიას… მეფე ჯეიმსის გარდაცვალების შემდგომ ტახტი დაიკავა მისმა ძემ – ჩარლზ პირველმა (სტიუარტი), ხოლო ამ უკანასკნელის გარდაცვალებისას – მისმა ძმამ – ჯეიმს II. მეფე ჯეიმსის ქალიშვილის ანას გარდაცვალების შემდეგ 1714 წელს (აი ვუახლოვდებით საინტერესო პერიოდს) დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ტახტი ერგო ანას ბიძაშვილის – სოფიას შვილს. აქვე შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ პერიოდში ხდება შოტლანდიისა და ინგლისის ერთ სახელმწიფოდ შერწყმა…

სოფია იყო ჯეიმს I -ის შვილიშვილი, ელისაბედ სტიუარტის ქალიშვილი, რომელიც მეფე ჩარლზ I-ს და გახლდათ. გათხოვდა რა პრუსიაში, მისი ეს ხაზი ითვლებოდა გერმანულ (ჰანოვერის) ხაზად. ანას გარდაცვალების მომენტში თვით სოფიაც გარდაცვლილი იყო, შესაბამისად ტახტი დაიკავა გეორგ ლუდვიგმა, ანუ ბრიტანულ ყაიდაზე – ჯორჯ I-მა, სოფიას ძემ. ანას უმცროსმა ძმამ, ჯეიმს II-ის ძემ, გამოთქვა პრეტენზია ტახტზე, რამაც იპოვა მხარდაჭერა საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ში, ასევე ჯეიმსს გამოუჩდნენ მხარდამჭერნი დიდ ბრიტანეთში, მათ მოგვიანებით იაკობინელები უწოდეს. 1715 წელს დაიწყო შოტლანდიის განმანთავისუფლებელი ომი ჯორჯ I-ს წინააღმდეგ. სტიუარდები დამარცხდნენ… მხოლოდ 1745 წელს ჩარლზ სტიუარტმა კვლავ გამოთქვა პრეტენზია ტახტზე, მაგრამ სტიუარდები კვლავ და საბოლოოდ დამარცხდნენ გერმანული ჰანოვერების ოჯახის წინაშე. 1807 წელს ჩარლზ სტიუარტის უკანასკნელი პირდაპირი მემკვიდრე ჰენრი სტიუარტი გარდაიცვალა. მოვლენებს წინ გავუსწრებ და შეგახსენებთ, რომ დედოფალ ვიქტორიას გარდაცვალების შემდგომ (1876 წელს) ტახტი გადავიდა სხვა გერმანულ შტოზე – საქსკობურგგოთას ოჯახზე, რომელიც 1917 წლიდან ცნობილია როგორც ვინძორთა ოჯახი.

1717 წელს ჯორჯ I (1714 წლიდან ჰანოვერელი ბრიტანეთის მეფე) მხარს უჭერს ინგლისურ რამდენიმე ლოჟას ინგლისის (ლონდონის) პირველი დიადი ლოჟის დაფუძნებაში. 1715 წელს სტიუარტების დამარცხების შემდგომ, ინგლისში და განსაკუთრებით ლონდონში არაფერი იყო მისაღები რაც შოტლანდიასთან და მეფე ჯეიმსის შთამომავლებთან იყო დაკავშირებული.

1723 წელს გამოიცა მასონთა კონსტიტუციის პირველი წიგნი, რომელსაც ანდერსონის კონსტიტუცია ეწოდა. მის თანახმად დიადი ოსტატი არ იყო მონარქი და შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი ჯენტლმენი. 1745-51 წლებში მოხდა დიდი განხეთქილება და ამ პერიოდიდან არსებობს ორი დიადი ლოჟა ინგლისში (თარიღებს ალბათ მიაქცევდით ყურადღებას), თუმცა 62 წლის შემდგომ –  1813 წლის 27 დეკემბერს (მას შემდეგ რაც სტიუარტების პირდაპირი შთამომავალი და შოტლანდიური სისხლი აღარ არსებობდა და გერმანული ხაზისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდა) ეს ორი დიდი ლოჟა გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ინგლისის გაერთიანებული დიადი ლოჟა (დღეს რომ ეწოდება – UGLE). ამ თემაზე დეტალური სტატია იხილეთ ამავე გამოცემაში.

ამ პერიოდისთვის დიადი ლოჟები უკვე ევროპის მრავალ სახელმწიფოში იყო ჩამოყალიბებული. მასონური სინათლე აშშ-შიც გავრცელდა  და შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის ფუძემდებელი მამების უმეტესობა თავისუფალი ქვისმთლელები იყვნენ, მათ შორის ბენჯამინ ფრანკლინი (ინიცირებული საფრანგეთის დიად ლოჟაში), ტომას ჯეფერსონი და ჯორჯ ვაშინგტონი.

საქართველოს დიადი ლოჟის
დიადი უფროსი გუშაგი, ფრ∴ ღ∴  ძმა ლევან ჯ∴

უახლესი ლოჟა მოვლენები

უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების შესახებ ალბერტ პაიკის „კარიბჭე და შუა პალატა – ლოჟის წიგნის“ საფუძველზე

უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების შესახებ ალბერტ პაიკის „კარიბჭე და შუა პალატა – ლოჟის წიგნის“ საფუძველზე

15 მაისი, 2023

თავისუფალ ქვისმთლელობაში, წესდება (Rite) წარმოადგენს ხარისხების წყობას, ერთობას, რომლებიც მიჰყვება ერთმანეთს გარკვეული...

Წაიკითხე მეტი
ORDO AB CHAO

ORDO AB CHAO

15 მაისი, 2023

ს∴დ∴ხ∴ს∴ს∴ Deus Meumque Jus ძვირფასო მკითხველო, ბევრი გსმენიათ ალბათ მასონურ...

Წაიკითხე მეტი
ფრანგული მასონური ორდენის მოკლე ისტორია

ფრანგული მასონური ორდენის მოკლე ისტორია

15 მაისი, 2023

ძვირფასო მეგობრებო, საფრანგეთი არის სახელმწიფო, რომელშიც თანაზიარად არსებობს მრავალი უძველესი...

Წაიკითხე მეტი
ანგლო-საქსონური მასონური ხაზის წარმოშობის მოკლე ისტორია

ანგლო-საქსონური მასონური ხაზის წარმოშობის მოკლე ისტორია

15 მაისი, 2023

ძვირფასო მკითხველო, გამომდინარე იქიდან, რომ ბრიტანეთი დიდი იმპერია გახლდათ და...

Წაიკითხე მეტი
„საქართველოს დიადი ლოჟის“ 8 წლის იუბილე

„საქართველოს დიადი ლოჟის“ 8 წლის იუბილე

14 მაისი, 2023

საქართველოში ერთადერთი რეგულარული, სუვერენული და კანონიერად დაფუძნებული მასონური გაერთიანება –...

Წაიკითხე მეტი
ტაძრის მშენებლობა

ტაძრის მშენებლობა

14 მაისი, 2023

საქართველოს დიადი ლოჟის საფარველ ქვეშ და წიაღში მომუშავე სიმბოლურ ღირსეულ...

Წაიკითხე მეტი
აღიარება ბრაზილიიდან

აღიარება ბრაზილიიდან

14 მაისი, 2023

კიდევ ერთი კარგი ამბავი და აღიარება საქართველოს დიადი ლოჟის გაცნობებთ,...

Წაიკითხე მეტი
აღიარება ჩრდილოეთ ამერიკიდან

აღიარება ჩრდილოეთ ამერიკიდან

14 მაისი, 2023

დღეს ჩვენი გულები მშვიდობისკენ და უკრაინის გამარჯვებისკენ არის მიმართული!საქართველოში ერთადერთი...

Წაიკითხე მეტი
ინტერვიუ არჩეულ დიადი ოსტატის კანდიდატთან – პერსპექტივები

ინტერვიუ არჩეულ დიადი ოსტატის კანდიდატთან – პერსპექტივები

14 მაისი, 2023

„საქართველოს დიადი ლოჟა – პერსპექტივები“ 2021 წლის მარტში, საქართველოს დიადმა...

Წაიკითხე მეტი
მასონური გამომცემლობა

მასონური გამომცემლობა

14 მაისი, 2023

იყო დრო, როდესაც ქართულენოვანი მკითხველი მოკლებული იყო ხარისხიან, ავთენტურ და...

Წაიკითხე მეტი