საქართველოს დიადი ლოჟა Grand Lodge of Georgia წარმოადგენს ერთდაერთ კანონიერ მასონურ რეგულარულ გაერთიანებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. ორდენში და საქართველოს დიად ლოჟაში გაწევრიანების მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი მოთხოვნები:
- კანდიდატი უნდა იყოს მამაკაცი, 18 და მეტი წლის, რომელიც კეთილი სახელით სარგებლობს.
- არ უნდა იყოს ნასამართლევი სისხლის სამართლის დანაშაულზე და არ უნდა გააჩნდეს დამამძიმებელი ვალდებულებები.
- უნდა ხვდებოდეს სად და რატომ მოდის, საკუთარი სურვილითა და კეთილი ნებით.
- უნდა სწამდეს შემქმნელის, რაიმე ფორმით.
კანდიდატი პირველ ეტაპზე წარმოადგენს საჭირო დოკუმენტაციას:
- პირადომის მოწმობის ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი
- ავტობიოგრაფია – Curriculum Vitae (სივი-CV)
- ელექტრონული ფოტო სურათი
- მოკლე სამოტივაციო წერილი, თუ რატომ სურს ორდენშ გაწევრიანება
- ცნობას ნასამართლეობის შესახებ
აღნიშნული დოკუმენტაცია იგზავნება სრულად, ქვემოთ მოცემული “კანდიდატის ანკეტის” მეშვეობით.
შერჩეულ კანდიდატებს უკავშირდება დიადი ლოჟის სამდივნო, 30 კალენდარული დღის განმავლობაში და აწვდის შემდგომ ინსტრუქციებს.