ს∴დ∴   ხ∴ს∴

უძველესი, თავისუფალი და მიღებული ქვისმთლელთა ორდენი

თავისუფლება - თანასწორობა - ძმობა

კანდიდატისთვის

საქართველოს დიადი ლოჟა Grand Lodge of Georgia წარმოადგენს ერთდაერთ კანონიერ მასონურ რეგულარულ გაერთიანებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. ორდენში და საქართველოს დიად ლოჟაში გაწევრიანების მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი მოთხოვნები:

1. კანდიდატი უნდა იყოს მამაკაცი, 18 და მეტი წლის, რომელიც კეთილი სახელით სარგებლობს.

2. არ უნდა იყოს ნასამართლევი სისხლის სამართლის დანაშაულზე და არ უნდა გააჩნდეს დამამძიმებელი ვალდებულებები.

3. უნდა ხვდებოდეს სად და რატომ მოდის, საკუთარი სურვილითა და კეთილი ნებით.

4. უნდა სწამდეს შემქმნელის, რაიმე ფორმით.

კანდიდატი პირველ ეტაპზე წარმოადგენს საჭირო დოკუმენტაციას:

1. პირადომის მოწმობის ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი

2. ავტობიოგრაფია – Curriculum Vitae (სივი-CV)

3. ელექტრონული ფოტო სურათი

4. მოკლე სამოტივაციო წერილი, თუ რატომ სურს ორდენშ გაწევრიანება

5. ცნობას ნასამართლეობის შესახებ

აღნიშნული დოკუმენტაცია იგზავნება სრულად, ქვემოთ მოცემული “კანდიდატის ანკეტის” მეშვეობით.

შერჩეულ კანდიდატებს უკავშირდება დიადი ლოჟის სამდივნო, 30 კალენდარული დღის განმავლობაში და აწვდის შემდგომ ინსტრუქციებს.

ka_GEGeorgian