ს∴დ∴   ხ∴ს∴

უძველესი, თავისუფალი და მიღებული ქვისმთლელთა ორდენი

თავისუფლება - თანასწორობა - ძმობა

თვითონ მასონები საკუთარ წელთაღრიცხვას 4000 წლით ადრე იწყებენ ქრისტესშობამდე, მიანიშნებენ რა, იმ უძველესი ტრადიციის არსებობაზე, რომელიც განმანათლებლობაზე, სიბრძნეზე და სიყვარულზე დაფუძნებული, გადაეცემა უხსოვარი დროიდან, თაობიდან თაობას. თავიდანვე დავძენ – მასონობა ცხოვრების წესია, ნაწილობრივ დაფუძნებული გარკვეული მოქმედებებისა (რიტუალი) და მორალური ფასეულობების ალეგორიულ თუ სიღრმისეულ გამოყენება –  გადაცემაზე. სისტემა, რომელიც უნიკალურია, კრებსითია დროსა და სივრცეში, მოიცავს უნიკალურ თავისებურებებს.

თანამედროვე მასონობა რამდენიმე საუკუნოვანია, შეჯერებული ვერსია, რომ მოვიშველიოთ, რამდენიმე ორგანიზაციისა და პირთა ჯგუფის ისტორია და მოღვაწეობა უნდა დავაკავშიროთ ერთმანეთს. თუ დავეყრდნობით კონკრეტულ ფაქტებს და გავაანალიზებთ მათ, დავინახავთ, რომ თანამედროვე მასონურ ორდენს საფუძველი ჩაუყარეს შუა საუკუნეების ქვისმთლელებმა, რომლებიც იმ პერიოდში იყვნენ საკმაოდ საჭირო და იშვიათი ოსტატები, ხუროთმოძღვრები და ინჟინრები. გეომეტრიის, არქიტექტურისა და ინჟინერიის ცოდნა ისეთი იშვიათი იყო, რომ ქვისმთლელები (მასონი ფრანგული სიტყვაა და სწორედ ქვისმთლელს ნიშნავს,) გაერთიანდნენ გილდიებში (პროფესიულ ერთობებში), სადაც ცოდნის გადაცემა ხდებოდა მხოლოდ ხელდასმით და საიდუმლო შიფრით. გილდიებში ახალი კანდიდატების მიღება საკმაოდ რთულად, სერიოზული შერჩევისა და ნდობის საფუძველზე ხდებოდა. ამ პერიოდიდანვე, ხსენებულ გილდიებს თავისუფალ ქვისმთლელთა კავშირები ეწოდა. საჭიროებამ მოიტანა მრავალი საიდუმლო ნიშნის, მისალმებისა და შეკრების დროს გამოსაყენებელი სიმბოლოების დანერგვა.

ფაქტობრივად, დღეს არსებული მასონური საზოგადოების წინამორბედნი და სულის ჩამდგმელნი იყვნენ:  შუა საუკუნეების ქვისმთლელები (არქიტექტორები, ინჟინრები და მშენებლები); სხვადასხვა მისტიური ორდენი, მათ შორის ტაძრის რაინდთა (ტაძრელები) სამხედრო ორდენი, ვარდისა და ჯვრის საზოგადოება (როზენკროიცერები) და რენესანსის ხანიდან მოყოლებული ხელოვანი, ინტელექტუალი და მოაზროვნე ადამიანები.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იყო პირველი  უძველესი თავისუფალი და მიღებული ქვისმთლელი, ანუ მასონი, საქართველოში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათი რიცხვი არც თუ ისე მცირეა, როგორც ჩვენი კვლევის დაწყებამდე გვეგონა. ოპერატიული მასონები, ანუ პრაქტიკოსი ქვისმთლელები, ჩვენს ისტორიაში მრავლად გვყავდა, მათი აგებულია მრავალი ციხე – სიმაგრე, ტაძარი, მათ შორის უნიკალური სვეტიცხოველი, იყალთო და გელათი. მაგრამ, მიღებული  ქვისმთლელების კვალი ასე ადვილად არ იძებნება ჩვენს ისტორიაში. ამ გარემოებას უამრავი მიზეზი გააჩნია, მათ შორის უმთავრესი – საქართველოს ანექსია (1802-1918) და საქართველოს ოკუპაცია (1921-1991).

                                                                                                           

                                                                                                          რეკომენდირებული  ლიტერატურა

მიგვაჩნია, რომ წარსულის გარეშე არ შეიძლება არსებობდეს აწმყო და მითუმეტეს – მომავალი. ქართული მასონური ორდენის განვითარების ისტორია აუცილებლად ხუთ ეტაპად არის დასაყოფი. პირველი ეტაპი ეს არის მე-18 საუკუნე, ჯერ კიდევ საქართველოს  ანექსიამდე, უკვე ამ პერიოდში, ქართული თავად – აზნაურობისა და სამეფო ოჯახის მრავალი წარმომადგენელი რუსეთის იმპერიის მასონური ლოჟების წევრები ხდებიან. მეორე ეტაპი – საქართველოს სამეფოს ანექსიის პერიოდია, 1802-1918 წლები. ქართველთა, მასონთა ორდენში, გაწევრიანების ისტორიული ცნობები გვხდება 1806-1816 წლებიდან. საქართველო იმ პერიოდში რუსეთის იმპერიის ნაწილია (ანექსირებული და „გუბერნიებად“ დაყოფილი) და მე-19 საუკუნის ბოლოს, თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში უკვე თითო-თითო მასონთა ლოჟა არსებობდა, ასევე იყო ქართველების, (კავკასიელების) ლოჟა პეტერბურგში, ქართველები იყვნენ სხვადასხვა ლოჟის წევრები მთელი იმპერიის მასშტაბით.

მე-19 ს. ბოლოდან, რუსეთის იმპერიაში მძლავრობდა ე.წ. არა-რეგულარული მასონური ფრთა, „რუსეთის ხალხთა დიადი აღმოსავლეთი“(რხდა), ჩვენი თანამემამულეთა ნაწილი, სწორედ ამ დიადი ლოჟის იურისდიქციაში შედიოდა. არის საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მასონური ლოჟა ქალაქ ბათუმშიც არსებობდა, რომელიც არ შედიოდა რხდა-ში. ამავე პერიოდში, საქართველოში და ზოგადად კავკასიაში, ბევრი უცხოელი მასონიც ჩამოდის, ძირითადად საფრანგეთიდან, ინგლისიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან და ა.შ., ისინი აქტიურად ერთვებიან მასონური ლოჟების განვითარებაში.

ქართული და ქართველ მასონთა განვითარების ხსენებულ პირველი და მეორე პერიოდებიდან გამოვყოფდით უკვე მეფე ვახტანგ VI-ის ამალაში მყოფ თავადებს და თავად – აზნაურობის წარმომადგენლებს საქართველოში : ციციშვილები, ბარათაშვილები, დადიანები, ასევე, ბატონიშვილებს (ბაგრატიონთა სამივე განშტოებიდან) – იგივე, გრიგოლ იოანეს ძეს, მეფე გიორგი XII-ის შვილიშვილს, რომელიც სავარაუდოდ 1816 წლამდე იქნა ინიცირებული პეტერბურგში, ასევე, დავითაშვილები, დონაუროვები, აბამელიკები. (ჯამბაკურ) ორბელიანები, ფანჩულიძეები, ხერხეულიძეები, ჭილაშვილები, შალიკაშვილები, ა.შ. .

ქართული მასონობის განვითარების ისტორიაში მესამე ეტაპი დაკავშირებულია მეცხრამეტე საუკუნის დასასრულთან და მეოცე საუკუნის დასაწყისთან, 1921 წლამდე. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, რუსეთის იმპერიაში დაიწყო მასონობის აღდგენა, რომელიც აკრძალული იყო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე. ქართველები კვლავ აქტიურად გამოირჩეოდნენ იმპერიის მასშტაბით. ეს ეტაპი, ქართულ მასონურ ისტორიაში ძალიან საინტერსო და მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლოს ისტორიისთვისაც.

ამ პერიოდში რამდენიმე ქართველ მასონს გამოვყოფ, მათი უმეტესობა კარგად ცნობილია ჩვენი საზოგადოებისთვის, არა როგოც მასონები, არამედ, როგორც სახელმწიფო თუ სამოქალაქო – საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები და განმანათლებლები. მათ შორის არიან: გიორგი თუმანიშვილი, ალექსანდრე სუმბათაშვილი – იუჟინი, გიორგი სიდამონ – ერისთავი, ალექსანდრე ამილახვარი, კიტა აბაშიძე, იასონ ბაქრაძე, ალექსანდრე დიოსამიძე, პეტრე ყიფიანი, გიორგი ჟდანოვი, ევგენი გეგეჭკორი, კარლო ჩხეიძე, ნოე რამიშვილი, გიორგი მაზნიაშვილი, ვარლამ გელოვანი, ნოე ჟორდანი, აკაკი ჩხენკელი, ირაკლი წერეთელი, ვლადიმერ ნიჟარაძე, სერგო ფიცხელაური, სპირიდონ კედია, გიორგი გვაზავა და მრავალი სხვა.

ქართული მასონობის განვითარების მეოთხე ეტაპი დაკავშირებულია ქართველ მასონებთან ემიგრაციაში, ისვე როგორც – საბჭოეთის ფარგლებში. ხოლო უკვე მეხუთე ეტაპი – საქართველოს მეორე რესპუბლიკის – ჩვენი თანამედროვეობის ისტორიაა…

ქართული და ქართველ მასონთა განვითარების მეოთხე ეტაპი – ემიგრაციაში იწყება, როგორც მოგეხსენებათ, ქართული ემიგრაციის უდიდესი ნაწილი საფრანგეთში ჩადის, იქ მათ ორ მასონურ გაერთიანებასთან აქვთ კავშირი, მცირე ნაწილს – საფრანგეთის დიად აღმოსავლეთთან  (მაგ. იგივე ნოე ჟორდანია), ხოლო დანარჩენებს – რეგულარულ საფრანგეთის დიად ლოჟასთან და უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების საფრანგეთის უმაღლეს საბჭოსთან (დაფ. 1804 წ.).

პარიზში გადასახლებული ქართველი ემიგრანტების უმეტესობა ერთ-ერთ უძველეს, ტრადიციულ და რეგულარულ მასონურ მიმართულებას – საფრანგეთის დიადი ლოჟას უერთდებიან. იქ, ლოჟა „ოქროს საწმისი“-ში, ერთიანდებიან კავკასიელ მუსლიმებთან, მთიელ კავკასიელებთან, რუსებთან (სლავებთან) და სომხებთან ერთად. ლოჟის დაფუძნება დათარიღებულია 1924 წლის 12 ნოემბრით, ხოლო რიტუალური ინსტალაცია გაიმართა 1925 წლის 25 იანვარს. ლოჟა შევიდა საფრანგეთის დიდი ლოჟის იურისდიქციაში და მიენიჭა ნომერი – 536, მუშაობა ტარდებოდა მასონურ ტაძარში რუე პიუტოზე #8, სიმბოლური ლოჟა მუშაობდა ძველესი და მიღებული შოტლანდიური რიტუალით. მაგრამ, მალე ლოჟა „ოქროს საწმისი“ დაიშალა, გადაერქვა სახელი და შეიქმნა ლოჟა „იუპიტერი“, სადაც დარჩნენ ეთნიკურად სომეხი და სლავი ძმები.

1926 წელს, დაფუძნდა ლოჟა „პრომეთე“, რომლის ინსტალაცია გაიმართა 1927 წლის 19 იანვარს და რომელშიც კავკასიელი მუსლიმები (ძირითადად დღევანდელი აზერბაიჯანიდან), მთიელი კავკასიელები (დაღესტნელები, ინგუშები, ჩეჩნები, ა.შ.)  და ქართველები შევიდნენ. ეს ლოჟაც უძველესი და მიღებული შოტლანდიური რიტუალით მუშაობდა და მას მიენიჭა ნომერი – 558.

 





აქ წარმოგიდგენთ სიმბოლური ლოჟების „ოქროს საწმისი“, „პრომეთე“ და სხვა პარიზული ლოჟების ქართველ წევრების ნაწილს:

                                                                             
                                                                                               საარქივო დოკუმენტაცია საფრანგეთის დიადი ლოჟის საკუთრებაა


  1. ამილახვარი ვლადიმერ ალექსანდრეს-ძე – ოქროს საწმისი (ორდენში მიღებულია 1924 წელს)
  2. ანდრონიკაშვილი არჩილ, სოლომონის-ძე – ოქროს საწმისი (1924)
  3. ვაჩნაძე ირაკლი, ალექსანდრეს-ძე – ოქროს საწმისი (1924)
  4. გვაზავა გიორგი – ოქროს საწმისი (27.03.1926)
  5. გობეჩია იოსებ – ოქროს საწმისი (29.05.1926)
  6. ქარუმიძე შალვა, – ოქროს საწმისი (31.01.1925)
  7. ვაჩნაძე დავით – პრომეთე (19.03.1927)
  8. კედია სპირიდონ – პრომეთე (19.02. 1927)
  9. ორბელიანი ირაკლი – პრომეთე (19.03. 1927)
  10. ხოჭოლავა იაკობი, ბესარიონის – ძე – პრომეთე (27.03. 1926)
  11. სხირტლაძე დავითი – პრომეთე (19.02. 1927)
  12. ჯაყელი კონსტანტინე – ლოტოსი (1932)
  13. ელიგულაშვილი იოსებ ოქროს საწმისი 

                                                                                      


                                                                                         

                                                                                                           საარქივო დოკუმენტაცია საფრანგეთის დიადი ლოჟის საკუთრებაა

იმისთვის, რომ გავიგოთ რას წარმოადგენს ქართველი მასონი, უნდა ვიცოდეთ თუ რას წარმოადგენს თავად მასონობა, რატომ განვითარდა ის ამ ფორმით დასავლეთ ნახევარსფეროში, რას წარმოადგენდა ის ინდივიდებისთვის იქ და მაშინ და აქ და ახლა. მაგალითად, საფრანგეთში „მასონობა“ (არა ორგანიზაცია არამედ თავად მასონური არსი) ეროვნული ფენომენია, თუ შეიძლება ასე ითქვას – სამოქალაქო მდგომარეობაა, რომელიც თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის საფუძვლებზე დგას და წარმოადგენს სინდისის თავისუფლებას, როგორც წარმატებული და განვითარებული ინდივიდის საწინდარს.

შეიძლება ითქვას, რომ მასონობა ნებისმიერ წარმატებულ სახელმწიფოში სახელმწიფოებრიობის და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ერთ – ერთი სვეტია, თუ არა ხერხემალი, პოლიტიკის და რელიგიის მიღმა, რომლებიც, ასევე, ამა თუ იმ სახელმწიფოს არსებობის სვეტებად შეიძლება რომ ჩაითვალოს. მათგან განსხვავებით, მასონობა ეფუძნება საყოველთაო თანასწორობის და სიბრძნის სიყვარულის პრინციპებს, ეს მათ მნიშვნელოვნად განასხვავებს.

რელიგიური ინსტიტუტების საზოგადოებრივი გავლენა ძლიერდებოდა მაშინ, როდესაც სახელმწიფოში კრიზისული სიტუაცია [სუსტი იყო პოლიტიკური და სამოქალაქო საყრდენი] იყო და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები იმ მომენტში ვერ ახერხებდნენ შექმნილი საფრთხის დაძლევას და სიტუაციის კონტროლს. საქართველოს სამეფოს ანექსიის და სახელწმიფო ინსტიტუტების მოშლის შემდგომ, 1802 წლიდან, რუსეთის იმპერიამ დაიწყო ქართული ეკლესიის რეალური დევნა, ჯერ რუსიფიკაციის მცდელობით, შემდგომ ავტოკეფალიის პირდაპირი გაუქმებით და სხვა. მრავალი მავნებლობა განხორციელდა ჩვენს სამშობლოში, რუსეთის ეკლესიის ხელით, რომელიც იმ დროინდელი ცარისტული რეჟიმის დამსჯელი აპარატის ერთ-ერთი ეფექტური ინსტრუმენტი იყო. საბჭოთა რეჟიმმა სამღვდელოება ფაქტობრივად მთლიანად გაწყვიტა და შემდგომ კომკავშირლები გაამწესა ეკლესიებთან მრევლის ამოსაცნობად და დასასჯელად, ისევე, როგორც ეკლესიის რიგებში უშიშროების სამსახურის მრავალი  მუშაკი ჩაინერგა.

1991 წლიდან კი, ისევე როგორც მთლიანად ქართული სახელმწიფო, ერი და სამოქალაქო საზოგადოება, ასევე ქართული ეკლესია, როგორც რელიგიური ინსტიტუტი, ხელახლა ყალიბდება და განიცდის ტრანსფორმაციას.

საქართველო, მონარქიული წყობიდან რესპუბლიკურზე 1918 წელს გადავიდა, ამასთან, პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია მხოლოდ 1921 მივიღეთ. ეს იმიტომ აღვნიშნე ასე ხაზგასმით და გამორჩეულად, რომ ფეოდალური საქართველოს ისტორია საკმაოდ საინტერესოა ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობების ჭრილში, მაგრამ სწორედ მეოცე საუკუნის დასაწყისში საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრესი შეიმჩნეოდა ამ ორ ინსტიტუტის შორის სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგების კუთხით.

აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ფეოდალურ – მონარქიული წყობიდან რესპუბლიკურზე გადასვლის ეტაპი რუსულ ყაიდაზე მიმდინარეობდა, თან ისე, რომ ფაქტიურად ბურჟუაზიული პერიოდი ფაქტიურად გამოვტოვეთ გასაბჭოებამდე [საკმაოდ ხანმოკლე პერიოდი იყო, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო მესაკუთრეობის, ბიზნესის განვითარების და კულტურის ჩამოსაყალიბებლად].

1921 წლის კონსტიტუციის ფუძემდებლებისათვის, ერთ-ერთი უმთავრესი ამოსავალი დებულება იყო სახელმწიფოსგან ეკლესიის გამოყოფა (კონსტიტუციის მე-16 თავი). საკონსტიტუციო კომისიის მასალებში მოიპოვება დოკუმენტი სახელწოდებით “სახელმწიფოსგან ეკლესიის გამოყოფის შესახებ“, რომელიც მკაფიო წარმოდგენას გვიქმნის ამ საკითხში კონსტიტუციის ავტორთა ფასეულობით პრიორიტეტებისა და საკითხის გადაწყვეტის იდეურ – თეორიულ საფუძველზე. ამ დოკუმენტის ავტორი იყო გ. ნანეიშვილი და ის იწყება ისტორიული ექსკურსით და აღწერით იმ მჭიდრო ურთიერთობებისა, რაც სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებობდა საუკუნეების მანძილზე.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ხელისუფლების განხორციელებაში მონაწილეობის სურვილი ერთმანეთთან აახლოებდა სახელმწიფოსა და ეკლესიას, თუმცა უთანხმოება ძალაუფლების განაწილების თაობაზე განაპირობებდა მათ შორის აშკარა თუ ფარულ ბრძოლას. დოკუმენტის ავტორთა აზრით, “საზოგადოებრივ ურთიერთობის მოწესრიგებაში ეკლესიის მნიშვნელობა მეტად მცირეა” და გარდა მონარქიული სახელმწიფოებისა, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კავშირმა “დაკარგა ყოველგვარი მნიშვნელობა”.

ამავე დოკუმენტში, ხაზგასმულია, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებში ურთიერთობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის წესრიგდება სინდისის თავისუფლების ნიადაგზე. აქვე აღნიშნავენ, რომ სინდისის თავისუფლების აღიარება გარდაუვალს ხდის “ეკლესიის და სახელმწიფოს განშორებას”…. “რადგან სანამ არსებობს კავშირი ერთ რომელიმე ეკლესიას და სახელმწიფოს შორის, დამოკიდებულების სახით, სინდისის თავისუფლების განხორციელება და უზრუნველყოფა შეუძლებელია.”

(სცსსა, ფ.1833, აღწ. 1, საქ. 192, გვერდი 58)

დოკუმენტის ავტორთა აზრით (რომელიც სრულად იქნა გაზიარებული, როგორც კონსტიტუციის ავტორთა, ასევე პირველი რესპუბლიკის პარლამენტის წევრთა უმრავლესობის მიერ), სინდისის თავისუფლება, რომლის შინაარსიც არის ის, რომ “ყოველ ინდივიდს შეუძლია იწამოს რაც სურს და ემსახუროს იმ კულტს, რომელსაც აირჩევს”, ეხება მეტისმეტად ინტიმურ სფეროს და კანონმდებლობა არ უნდა შეიჭრას ამ სფეროში, რადგანაც, “როგორც ადამიანის აზრთა წყობა და ოცნება უვარგისი ობიექტები არიან უფლებრივი სანქციისათვის, ისე რელიგიოზური შეხედულებანი სრულებით გამოუდეგარი არიან სახელმწიფოს რეგლამენტაციისათვის”. იქვე აღნიშნულია, რომ სინდისის თავისუფლება მოიცავს ეკლესიის თავისუფლებას, სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლობას.

ავტორს გაუანალიზებია სხვა რამდენიმე სახელმწიფოს გამოცდილება ამ საკითხში და იქვე ხელნაწერში მიუწერია და მერე გადაუშლია – “როგორც შესძლეს სხვებმა, ისევე შეგვიძლია ჩვენც შევწყვიტოთ უმთავრესი ძაფები ამ კავშირისა”. საბოლოოდ, საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მე-16 თავს დამფუძნებელ კრებაზე კონსტიტუციის მიღების დროს, დიდი კამათი არ გამოუწვევია, იყო უმნიშვნელო შენიშვნები, მაგრამ აღნიშნული მოსაზრებები არ გათვალისწინებულა. პროექტი იქნა უცვლელად მიღებული, მასში, 1920 წლის 11 მაისს, მხოლოდ გარკვეული ტექნიკური შესწორებანი შევიდა.

აღსანიშნავია, რომ 1920 წლის 31 ივლისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა დამფუძნებელ კრებას გაუგზავნა საეკლესიო კრების დადგენილება, რომელშიც, სხვა ბევრ საინტერესო ისტორიულ ფაქტთან ერთად, იყო აღნიშნული კრების პოზიცია. საეკლესიო კრების აზრით, სახელმწიფოსა და ეკლესიის “ურთიერთისგან განშორება” არავითარი საფრთხის შემცველი არ იქნებოდა. კრება თვლიდა, რომ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შესძლებდნენ “მშობელი ერის სამსახურს”.

ეს საინტერესო ფრაგმენტია საქართველოს უახლესი ისტორიიდან. საპარლამენტო – საკონსტიტუციო კომისიის წევრთა ვინაობა: თავმჯდომარე – რ. არსენიძე; პ. საყვარელიძე; გ. რუსია; ი. ბარათაშვილი; ლ. ნათაძე; გ. გვაზავა; კ. ჯაფარიძე; ი. გობეჩია; და “გარედან მოწვეული მცოდნე პირი – გ. ნანეიშვილი.
                                                                                                                                                                                                                                                                                                                                  საქართველოს პირველი რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნი

სამწუხაროდ, საქართველო მეოცე საუკუნის განმავლობაში საბჭოთა კავშირის მარწუხებში იმყოფებოდა, რაც უაღრესად ნეგატიურად აისახა ქართული საზოგადოების განვითარების მრავალ ასპექტზე. ამის ფონზე, წარსულში შესაბამისი ტრადიციების ნაკლებობის გამო, დღესაც კი, საქართველოში არ არის ჯეროვნად განვითარებული დემოკრატიული, სამოქალაქო და საზოგადოებრივი ინსტიტუტები; შესაბამისი პოლიტიკური და სამოქალაქო შეგნებისა და კულტურის ჩამოყალიბებას ხანგრძლივი დრო სჭირდება, ისევე როგორც ჭეშმარიტ ტოლერანტობას, სხვისი აზრის პატივისცემასა და დემოკრატიული ფასეულობების მართებულ აღქმას. 

2009-2015 წლებში დგება საქართველოს მასონობის განვითარების მეხუთე ეტაპი, როდესაც 2015 წლის მარტში, თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში გაწყვეტილი ტრადიცია და ისტორიული ფესვებთან კავშირი აღდგა – საქართველოს ტერიტორიაზე მასონთა დიადი ლოჟა დაფუძნდა. საქართველოს დიადი ლოჟა არის ღირსეული გამგრძელებელი იმ ისტორიული ფესვებისა და მასონური ტრადიციებისა, რომლებსაც საფუძველი ჩვენმა ქართველმა ძმებმა ჩაუყარეს ათწლეულების წინ!

საქათველოს მოქალაქეთა ინიცირება სხვადასხვა ქვეყნის (იურისდიქციის) სიმბოლურ ლოჟებში (სიმბოლური ლოჟები ქმნიან დიად ლოჟებს, სულ მცირე სამი ასეთი სიმბოლური ლოჟა და 21 ოსტატი მასონი) წინა საუკუნის 90-იანი წლებიდან აღდგა. სამწუხაროდ, საქართველოს გასაბჭოების გამო (1921-1991 წწ) მასონური ტრადიცია და ხელდასმა საქართველოს ტერიტორიაზე დაიკარგა, რადგან საბჭოთა რეჟიმი აშკარად და აგრესიულად ებრძოდა მასონებს და ყველას, ვისაც თავისუფალი და განსხვავებული აზრი მოჰქონდა საზოგადოებისთვის. საქართველოს ტერიტორიაზე, 2015 წლამდე დამოუკიდებელი მასონური წესდება თუ იურისდიქცია არ ყოფილა.

                                                                                                                    

                                                                                                                     რეკომენდირებული ლიტერატურა

XX საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში საქართველოს მეორე რესპუბლიკამ გაიარა ურთულესი წლები. მასონური აქტივობა მაშინ საქართველოში სიურეალიზმის ტოლფასი იყო. XXI საუკუნის დასაწყისში უკვე რამდენიმე ქართველი მასონი გვხდება, რომელიც არა მხოლოდ გაწევრიანებულია სხვადასხვა ქვეყნის მასონურ გაერთიანებებში, არამედ აქტიურად მოქმედებდნენ საქართველოში სინათლის შემოსატანად. დღესაც, ბევრი ქართველი მასონია მსოფლიოში გაფანტული უცხო ქვეყნის დიად ლოჟებში. ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო წლებში ეს ძმები დაუბრუნდებიან საქართველოს, მათ სამშობლოს, ასევე, შემოგვიერთდებიან საქართველოს დიად ლოჟაში, რომელიც ერთადერთი რეგულარული და კანონიერი მასონური გაერთიანებაა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

2015 წლის 14 მარტს, სიმბოლურმა ღირსეულმა ლოჟებმა „მეფე დავით აღმაშენებელი“, „გიორგი V ბრწყინვალე“ და „წმინდა თამარ მეფე“ და 30-დე ოსტატმა მასონმა დააფუძნა საქართველოს ისტორიაში პირველი და ერთადერთი, სუვერენული, დამოუკიდებელი და კანონიერი, რეგულარული მასონური გაერთიანება – საქართველოს დიადი ლოჟა, რომელიც შექმნილია მასონური ტრადიციებისა და წესების სრული დაცვით, ასევე, რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2017 წლის ოქტომბრიდან, საქართველოს დიადი ლოჟა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, მიიღო რამდენიმე ახალი საერთაშორისო, თუ ორმხირივი აღიარება, მათ შორის სამხრეთ აფრიკის, საფრანგეთის, იტალიის, ინდოეთის, მავრიკის, კუბის, საბერძნეთის, ჩეხეთის, ეკვადორის, ლიხტენშტეინის, სპირიტუს სანტი (ბრაზილია), ა.შ. .

ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ 2017 წლის 13 დეკემბერს, ქ. პარიზში ქართველ მასონებს, გადმოეცა უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების პატენტი, რომელმაც აღადგინა ისტორიული კავშირები და სამართლიანობა,  ქართული მასონობა დაუბრუნდა მის ევროპულ და ისტორიულ ფესვებს.

2017 – 2021 წწ საქართველოს დაიდი ლოჟა იქნა აღიარებული რამდენიმე ათეული დიადი ლოჟის მიერ, მათ შორის ბულგარეთი, ლატვია, მოლდოვა, ისრაელი და მრავალი სხვა. 2017 წელს საქართველო გახდა კავკასიის მასონთა კონფედერაციის თანადამფუძნებელი და წევრი, ხოლო 2018 წლიდან ევროპის დიად ლოჟათა კონფედერაციის და ასევე, მსოფლიოს გაერთიანებულ დიად ლოჟათა საერთაშორისო კონფედერაციის წევრი. 2019 წლის მარტიდან კი, სდლ შავი ზღვის მასონთა ალიანსის თანადამფუძნებელი და წევრია.

                                                                                                         

მნიშვნელოვანია, რომ ინგლისის გაერთიანებული დიადი ლოჟის და ინგლისის ვარდისა და ჯვრის (როზენკროიცერთა) საზოგადოების გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დიადი ლოჟა ჯერ არ არის აღიარებული ინგლისის გაერთიანებული დიადი ლოჟის მიერ (რასაც გარკვეული ვადა და პროცედურები სჭირდება), სდლ-ის წევრებს, მიეცათ უფლება (რაც იქნა ნორმატიულად აღწერილი და ცვლილებები შეტანილი საზოგადოების საერთო – გენერალურ რეგლამენტში) გაწევრიანდნენ როგორც SRIA-ში (ინგლისის როზენკროიცერთა საზოგადოება), ასევე სხვა ეზოთერულ ანგლო-საქსონურ მიმართულებებში (მაგ. მარტინისტების ჰერმეტული ორდენი, სხვადასხვა რაინდულ და ეზოთერულ ორდენში, ა.შ.).

საქართველოში უკვე დაწყებულია საქართველოს დიადი ლოჟის საფარველ ქვეშ და წიაღში [იურისდიქციაში] მომუშავე სიმბოლურ ღირსეულ ლოჟებში შემავალი  მასონ ოსტატების მიღება უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების უმაღლეს ხარისხებში (40 – 330). 2020 წელს, ქ. თბილისში დაფუძნდა პირველი ქართული სრულყოფილების ლოჟა (40-140 ხარისხები) „პრომეთე“ და 2022 წელს – როზენკროიცერული სუვერენული კაპიტული – „გასხივოსნებული მტრედის რაინდები“ (რომელიც წესდების 150-180 ხარისხებში მუშაობს).

რა თქმა უნდა, არის გამოწვევებიც, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, იმისათვის, რომ მსოფლიოს მასონურ წრეებში საქართველო გაიცნონ როგორც ევროპული, კავკასიური სახელმწიფო, ისევე როგორც თავად საქართველოს დიადი ლოჟა. სამწუხაროა, რომ არ წყდება პროვოკაციები და მავნებლური აქტივობები, მ.შ. საქართველოში „ალტერნატიული“ სტრუქტურის დაფუძნების მცდელობები და ა.შ..

მიუხედავად იმისა, რომ მასონობა დგას პოლიტიკისა და რელიგიის მიღმა, თითოეული მასონი რჩება საკუთარი ქვეყნის, სამშობლოს და მისი ინტერესების ერთგულ პატრიოტად, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს არავის!

2015 წლიდან დღემდე, საქართველოს დიადი ლოჟა სცნო რამდენიმე ათეულმა დიადმა ლოჟამ, სდლ-ი გახდა სხვადასხვა რეგიონული თუ საერთაშორისო მასონური გაერთიანების წევრი, დამფუძნებელიც კი. საქართველოში შემოვიდა უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების უმაღლესი ხარისხები, რაც დამოუკიდებელი საქართველოს უმაღლესი საბჭოს შექმნის საწინდარია. სდლ-ის წევრები თავისუფლად წევრიანდებიან ინგლისის როზენკროიცერთა, მარტინისტთა თუ სხვა ეზოთერულ საზოგადოებებში. რაც მთავარია, საქართველოს დიადმა ლოჟამ გააცნო საქართველო, როგორც სახელმწიფო და ქვეყანა მრავალ ჩვენ ევროპელ და საერთაშორისო მეგობარსა და პარტნიორს.

საქართველოს დიადი ლოჟა, 2017 წელს, სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორის აქტიური მხარდაჭერით, გამოვიდა საერთაშორისო მასონური კვლევითი ინსტიტუტის (International Masonic Research Institute) დაფუძნების ინიციატორად. აღნიშნული ინსტიტუტი აწარმოებს არა მხოლოდ საკუთრივ მასონურ კვლევებს, აკადემიურ თუ სამეცნიერო საქმიანობას, არამედ ფოკუსირებულია სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიული ფასეულობებისა და სიტყვის თავისუფლების დაცვა – განვითარებაზე.

საქართველოს დიადმა ლოჟამ 2017 წლიდან კიდევ უფრო გაბედული ნაბიჯები გადადგა და წარადგინა საკუთარ თავი ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე, უფრო აქტიურად ვიდრე მანამდე, უფრო მიზანმიმართულად და მეტი შედეგის მოლოდინით. 2022 – 2025 წლებში, საქართველოს დიადი ლოჟა ელის ყოვლის მომცველ მხარდაჭერას და აღიარებას ჩრდილოეთ ამერიკის მასონური წრეების მხრიდან. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა იმ ხელოვნური იზოლაციის გარღვევა, რომელიც, აი უკვე, 200 წელზე მეტია რაც თავს მოგვახვიეს [და ახლაც არის ასეთი მცდელობა], ახალი პერსპექტივების, პროგრესული მომავლისა და თავისუფლების დამკვიდრების საზიანოდ. მიგვაჩნია, რომ საქართველოს დიადი ლოჟა, ქართული, ეროვნული მასონური ორდენი, წარმოადგენს ერთ-ერთ ხიდს ჩვენი სახელმწიფოსა და მის მეგობრებს შორის, ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც მუდამ დგას სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და ღირსეული, თანასწორი და სამართლიანი განვითარების სადარაჯოზე. ეს პრინციპები და მიმართულებები მნიშვნელოვნად გამოცხადა საქართველოს დიადი ლოჟის   დიადმა ოსტატმა (2022-2025 წწ. კადენცია) ყოვლად ღირსეულმა ძმა გიორგი პ∴.-მ, დიადი ლოჟის ეროვნულ ასამბლეაზე.

საქართველოს დიადი ლოჟის იურისდიქციაში შემავალი სიმბოლური ლოჟები ამყარებენ ძმურ, ორმხრივ ურთიერთობებს სხვადასხვა იურისდიქციის პარტნიორ სიმბოლურ ლოჟებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. რეგიონული და საერთაშორისო ერთობების ფორმატში, საქართველო ყოველთვის წარმოჩინდება, როგორც ქართული, კავკასიური, ღირსეული ტრადიციების მატარებელი, დასავლური ფასეულობებისა და მსოფლიო ცივილიზაციის შეუცვლელი ნაწილი. სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც ტარდება საქართველოს ტერიტორიაზე, კიდევ უფრო მეტად ხელს უწყობს ჩვენი სამშობლოს წარმოჩინებასა და გაცნობას უცხოელი პარტნიორებისთვის.

რა თქმა უნდა, არის გამოწვევებიც, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, იმისათვის, რომ მსოფლიოს მასონურ წრეებში საქართველო გაიცნონ როგორც ევროპული, კავკასიური სახელმწიფო, ისევე როგორც თავად საქართველოს დიადი ლოჟა. სამწუხაროა, რომ არ წყდება პროვოკაციები და მავნებლური აქტივობები, მ.შ. საქართველოში „ალტერნატიული“ სტრუქტურის დაფუძნების მცდელობები და ა.შ..

მიუხედავად იმისა, რომ მასონობა დგას პოლიტიკისა და რელიგიის მიღმა, თითოეული მასონი რჩება საკუთარი ქვეყნის, სამშობლოს და მისი ინტერესების ერთგულ პატრიოტად, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს არავის!

2015 წლიდან დღემდე, საქართველოს დიადი ლოჟა სცნო რამდენიმე ათეულმა დიადმა ლოჟამ, სდლ-ი გახდა სხვადასხვა რეგიონული თუ საერთაშორისო მასონური გაერთიანების წევრი, დამფუძნებელიც კი. საქართველოში შემოვიდა უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების უმაღლესი ხარისხები, რაც დამოუკიდებელი საქართველოს უმაღლესი საბჭოს შექმნის საწინდარია. სდლ-ის წევრები თავისუფლად წევრიანდებიან ინგლისის როზენკროიცერთა, მარტინისტთა თუ სხვა ეზოთერულ საზოგადოებებში. რაც მთავარია, საქართველოს დიადმა ლოჟამ გააცნო საქართველო, როგორც სახელმწიფო და ქვეყანა მრავალ ჩვენ ევროპელ და საერთაშორისო მეგობარსა და პარტნიორს.

საქართველოს დიადი ლოჟა, 2017 წელს, სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორის აქტიური მხარდაჭერით, გამოვიდა საერთაშორისო მასონური კვლევითი ინსტიტუტის (International Masonic Research Institute) დაფუძნების ინიციატორად. აღნიშნული ინსტიტუტი აწარმოებს არა მხოლოდ საკუთრივ მასონურ კვლევებს, აკადემიურ თუ სამეცნიერო საქმიანობას, არამედ ფოკუსირებულია სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიული ფასეულობებისა და სიტყვის თავისუფლების დაცვა – განვითარებაზე.

საქართველოს დიადმა ლოჟამ 2017 წლიდან კიდევ უფრო გაბედული ნაბიჯები გადადგა და წარადგინა საკუთარ თავი ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე, უფრო აქტიურად ვიდრე მანამდე, უფრო მიზანმიმართულად და მეტი შედეგის მოლოდინით. 2022 – 2025 წლებში, საქართველოს დიადი ლოჟა ელის ყოვლის მომცველ მხარდაჭერას და აღიარებას ჩრდილოეთ ამერიკის მასონური წრეების მხრიდან. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა იმ ხელოვნური იზოლაციის გარღვევა, რომელიც, აი უკვე, 200 წელზე მეტია რაც თავს მოგვახვიეს [და ახლაც არის ასეთი მცდელობა], ახალი პერსპექტივების, პროგრესული მომავლისა და თავისუფლების დამკვიდრების საზიანოდ. მიგვაჩნია, რომ საქართველოს დიადი ლოჟა, ქართული, ეროვნული მასონური ორდენი, წარმოადგენს ერთ-ერთ ხიდს ჩვენი სახელმწიფოსა და მის მეგობრებს შორის, ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც მუდამ დგას სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და ღირსეული, თანასწორი და სამართლიანი განვითარების სადარაჯოზე. ეს პრინციპები და მიმართულებები მნიშვნელოვნად გამოცხადა საქართველოს დიადი ლოჟის   დიადმა ოსტატმა (2022-2025 წწ. კადენცია) ყოვლად ღირსეულმა ძმა გიორგი პ∴.-მ, დიადი ლოჟის ეროვნულ ასამბლეაზე.

საქართველოს დიადი ლოჟის იურისდიქციაში შემავალი სიმბოლური ლოჟები ამყარებენ ძმურ, ორმხრივ ურთიერთობებს სხვადასხვა იურისდიქციის პარტნიორ სიმბოლურ ლოჟებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. რეგიონული და საერთაშორისო ერთობების ფორმატში, საქართველო ყოველთვის წარმოჩინდება, როგორც ქართული, კავკასიური, ღირსეული ტრადიციების მატარებელი, დასავლური ფასეულობებისა და მსოფლიო ცივილიზაციის შეუცვლელი ნაწილი. სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც ტარდება საქართველოს ტერიტორიაზე, კიდევ უფრო მეტად ხელს უწყობს ჩვენი სამშობლოს წარმოჩინებასა და გაცნობას უცხოელი პარტნიორებისთვის.

ka_GEGeorgian