ს∴დ∴   ხ∴ს∴

უძველესი, თავისუფალი და მიღებული ქვისმთლელთა ორდენი

თავისუფლება - თანასწორობა - ძმობა

სტატიები

უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების შესახებ ალბერტ პაიკის „კარიბჭე და შუა პალატა – ლოჟის წიგნის“ საფუძველზე

თავისუფალ ქვისმთლელობაში, წესდება (Rite) წარმოადგენს ხარისხების წყობას, ერთობას, რომლებიც მიჰყვება ერთმანეთს გარკვეული თანმიმდევრობით, ზრდადობით და განიხილება ერთიან სისტემად, რომელსაც მართავს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო. უამრავი სხვადასხვა ასეთი წესდება არსებობს, რომლებშიც ტარდება მასონური მუშაობები მსოფლიოს გარშემო. მათგან მთავარი და ჩვენს დროში მეტად გავრცელებული წესდებებია იორკული ან ინგლისური, უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდება და ფრანგული წესდება ან „თანამედროვე წესდება“.

Read More »

ORDO AB CHAO

ძვირფასო მკითხველო,

ბევრი გსმენიათ ალბათ მასონურ უმაღლეს ხარისხებზე, ე.წ. „33-თა უმაღლეს საბჭოზე“ და ამ ყველაფერთან დაკავშირებულ ლეგენდების შესახებ. საქართველოში ნაკლებად არის გაცხადებული ეს საკითხები და ამ წერილში მომეცა საშუალება მეტი მესაუბრა უძველეს და მიღებულ შოტლანდიურ წესდებაზე – Ancient and Accepted Scottish Rite. ერთ წერილში რთულია სრულად დაფარო საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ამ უძველეს მასონურ მიმართულებასთან, შევეცდები, მოკლედ მოგითხროთ ამ საკითხზე და საქართველოში წესდების განვითარების შესახებ.

Read More »

ფრანგული მასონური ორდენის მოკლე ისტორია

საფრანგეთი არის სახელმწიფო, რომელშიც თანაზიარად არსებობს მრავალი უძველესი და ძალიან საინტერესო ტრადიცია, ორდენი თუ სპირიტუალური მიმართულება. ვეცდები მოკლედ, მაგრამ შინაარსობრივად და გასაგებად გადმოგცეთ საფრანგეთში მასონური ორდენის განვითარების ეტაპები.

საფრანგეთში, პირველი მასონური ლოჟები შოტლანდიელმა სამხედროებმა და ემიგრანტებმა ქალაქ ბორდოში, ხოლო ირლანდიელმა სამხედროებმა სენ-ჟერმენ-დე-პრეში დააფუძნეს მე-17 საუკუნის ბოლოს, მე-18 საუკუნის დასაწყისში… საფრანგეთში საკმაოდ ძლიერი იყო როზენკროიცერთა და სხვადასხვა ეზოთერული მიმართულება, მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკური ეკლესია მუდამ ცდილობდა მათ შესუსტებას…

Read More »

ანგლო-საქსონური მასონური ხაზის წარმოშობის მოკლე ისტორია

ძვირფასო მკითხველო,

გამომდინარე იქიდან, რომ ბრიტანეთი დიდი იმპერია გახლდათ და ინგლისური ენა დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საერთაშორისო საკომუნიკაციო საშუალებაა, შესაბამისად საერთაშორისო მკითხველმა ღია წყაროებიდან მეტწილად იცის შემდეგი: 1717 წლის 24 ივნისს, ლონდონის ოთხი სიმბოლური (როგორც დღეს ინგლისში უწოდებენ – „ლურჯი“) ლოჟა შეიკრიბა ლონდონის წმ. პავლეს საკათედრო ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, ტავერნაში და შეიქმნა მსოფლიოში პირველი დიადი ლოჟა (ანუ სიმბოლური ლოჟების პირველი მსხვილი გაერთიანება), რომლის დიდ ოსტატად აირჩიეს ენთონი სოიერი…

Read More »
ka_GEGeorgian